X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შვიდ მუნიციპალიტეტში სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ

12 აგვისტო 2020

თელავის, გორის, ქარელის, საჩხერის, ჭიათურის, ქედისა და ზუგდიდის მერიებში სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 სტუდენტი ერთი თვის ვადით იმუშავებს. 

თითოეულ მუნიციპალიტეტში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი სტიპენდიატი. ისინი მუნიციპალიტეტების მერიებში ჩაატარებენ კვლევას თანამონაწილეობის საკითხებზე.

ასევე, სტუდენტები დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნობიან და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ანგარიშებს წარადგენენ. მათ ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და გაეცნონ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინციატივით უკვე მეორე წელია ხორციელდება.

პროექტის სპეციფიკაზე სტუდენტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დისტანციურად ესაუბრა.

პროექტის ამოცანაა სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმავონ. ასევე, დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი მუნიციპალიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებით 1 თვის განმავლობაში სტუდენტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას გაეცნობიან.

პრაქტიკანტებს, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, ფინანსურად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIძ) უზრუნველყოფს.